ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ბულგარელი ტურისტი გადაარჩინა. საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ბულგარელი ტურისტები თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ტერიტორიაზე, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურმა ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწია. ადგილზე დათვალიერებით მას არანაირი ტრამვა არ აღენიშნება, უსაფრთხების მიზნით ტურისტი გადაყვანილია გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ „ემერჯენსში“
👉 კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre
.
ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოუწოდებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.
მანამდე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment