აშშ-მა წარუმატებელი სარაკეტო ცდა ჩაატარა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ცნობა პენტაგონში ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. სახელმწიფო მოხელეებმა CNN-ს განუმარტეს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო ცდის დადასტურებისგან თავს ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობების გამო იკავებს.
როგორც CNN-ი იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ცდილობენ დაადგინონ თუ რა გახდა წარუმატებელი სარაკეტო ცდის მიზეზი.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბალისტიკური რაკეტა 28 ნოემბერს გამოსცადა.
სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი დიალოგი 2017 წლის 9 იანვარს დაიწყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment