Pages

Friday, January 5, 2018

საფრანგეთში, ფსიქიატრიულიდან გაქცეულმა პაციენტებმა მატარებლის გატაცება სცადეს

საფრანგეთში, ბურჟეს ფსიქიატრიული ცენტრიდან ორი პაციენტი გაიქცა. ფრანგული მედიის ცნობით, მათ მატარებლების სადგურამდე მიაღწიეს. მემანქანის კაბინაშიც აღმოჩნდნენ და სცადეს, მატარებლის ადგილიდან დაძვრა. თუმცა ღილაკები ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს და ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანეს. პოლიციამ ისინი მალევე დააბრუნა ფსიქიატრიულ კლინიკაში.

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

აღმოჩნდა, რომ პაციენტებმა „მოასწრეს“ მატარებლის პარამეტრების არევა. ამ პარამეტრების გასწორებას დრო დასჭირდა, რის გამოც მატარებელი გრაფიკს 45 წუთით ჩამორჩა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment