Pages

Saturday, January 6, 2018

თბილისში ხვალ საშობაო ალილო გაიმართება

საპატრიარქოს ცნობით, ალილო ხვალ 14:00 საათზე, ტრადიციულად ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება, რომელიც მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობასთან.
მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლიან და მსვლელობას ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დაასრულებენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ „ალილოს“ ღონისძიებისთვის საპატრიარქოს 33 ათასი ლარი გამოუყო. 
თბილისის მერიის ინფორმაციით კი ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება. ამ მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. 
საქართველოში ალილოს ბოლო რამდენიმე წელია აღნიშნავენ.
imedinews.ge

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

No comments:

Post a Comment