ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქას“, - განაცხადა კოვემ.
ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვეს გარდა შედიან: „პარლამენტის“ ე.წ. ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია.
აღსანიშნავია, რომ ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.
ipn.ge
No comments:
Post a Comment