"ბრტყელტერფიანობის გამოვლენა იწყება 1 წლის ასაკიდან, თუმცა მისი დიაგნოსტირება ხდება 4 წლის ასაკში. 4 წლამდე ბავშვის ზრდის პროცესი ისე ვითარდება, რომ ის რაც 1 ან 2 წლის ასაკში ბრტყელტერფიანობის ნიშნებად ითვლებოდა, 4 წლის ასაკში შესაძლოა, საერთოდ გაქრეს. ამ ნიშნების აღმოჩენისთანავე აუცილებელია, რომ სპეციალისტს მიმართოთ. მისი მეთვალყურეობით დაინიშნება სამკურნალო მასაჟები ტერფებსა და წვივებზე. შედეგად კი შესაძლებელია არსებული დისბალანსი სრულად გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში 4 წლის ასაკში არსებული კრიტერიუმების შესაბამისად ხდება ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტირება. რდის დასრულების შემდეგ ძვლის ჩამოყალიბებული ფორმის, ბრტყელტერფიანობის შეცვლა უკვე შეუძლებელია. თუ ნევროლოგიური დარღვევა არ ფიქსირდება, მკურნალობა არ არის მედიკამენტოზური. ამ დროს აუცილებელია დამხმარე საშუალებების გამოყენება, ე.წ. სუპინატორის, დეფორმაციის საკორექციო სხვა მოწყობილობების, საშუალებების, რომლებიც ფეხსაცმლის ზეწოლისგან იცავენ ტერფს. თუმცა მუდმივად სუპინატორიანი ფეხსაცმლის ტარებაც არ შეიძლება. ასევე, აუცილებელია პერიოდული კონტროლი სპეციალისტთან იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობა ადეკვატურია და შედეგი დამაკმაყოფილებელი.
"წესების დაცვის მიუხედავად, პრობლემა მაინც მწვავდება ხოლმე ასაკისა და წონის მატებასთან ერთად. რაც უფრო დიდი ხანი მუშობს სახსრები არასწორად, მით უფრო მეტ ტკივილს იწვევს. მძიმე და გამწვავებული ფორმის ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში ოპერაციაც ინიშნება", - აღნიშნავს ორთოპედ-ტრავმატოლოგი.
თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ბრტყელტერფიანი ხართ, ამის შესამოწმებლად არსებობს მარტივი ტესტი - ე.წ. ქაღალდის "სარკე". უნდა აიღოთ სუფთა ფურცელი და დადოთ იატაკზე, ფეხისგულებზე წაისვათ ცხიმოვანი კრემი და ამ ფურცელზე დადგეთ. ტანი სწორად უნდა გეჭიროთ, ფეხები შეტყუპებული გქონდეთ, რომ სხეულის სიმძიმე თანაბრად გადანაწილდეს ორივე ფეხზე. ფურცელზე თქვენი ფეხების ანაბეჭდი დარჩება. ფანქრით სწორი ხაზით შეაერთეთ ტერფის ანაბეჭდის შიგნითა მხარეს ყველაზე გამოწეული წერტილები. შემდეგ ამ ხაზების პერპენდიკულარულად გაავლეთ სწორი ხაზი, რომელიც გადაკვეთს ანაბეჭდის ყველაზე ღრმა ადგილას. თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარულად გატარებული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ე.ი. ნორმალური ტერფი გაქვთ, თუ ტოლია, ბრტყელტერფიანი ყოფილხართ.
allnews.ge
ambebi.ge
No comments:
Post a Comment