საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე – Strategic Outlook – Eurasia.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.
ფორუმში მონაწილეობას დონალდ ტრამპიც მიიღებს, თუმცა იქ ჩასვლას აპირებს ვლადიმერ პუტინი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment