Pages

Wednesday, January 24, 2018

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონო ბორდერიზაცია გააპროტესტა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. ქართულმა მხარემ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტები კვლავ გააპროტესტა, ასევე განიხილეს ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხიც. დეფაქტო ცხინვალი ამტკიცებს,  რომ ესთვითმკვლელობა იყო და არა მკვლელობა, ქართული მხარე ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს.
დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლის მურად ჯიოევის ინფორმაციით, ფლავის მხრიდან ე.წ. სასაზღვრო ტრაფარეტს კვლავ ესროლეს. მისი თქმით, ასეთმა ფაქტებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო და ამას შესაძლა სავალალო შედეგი მოჰყვეს. თუმცა ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოსურ მხარეს ამ ფაქტების დამადასტურებელი მასალები არ წამოუდგენია.
მომდევნო შეხვედრა 1 მარტს გაიმართება. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment