Pages

Friday, January 26, 2018

იულია ტიმოშენკო მზად არის მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს

უკრაინის პარლამენტის 10 დეპუტატი, მათ შორის პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო მზად არის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დეპუტატებმა ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე განაცხადეს.

"ვაცხადებთ, რომ თავდებში დავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ. 
ოდესის ყოფილ გუბერნატორი, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment