Pages

Saturday, January 6, 2018

პრემიერი სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხური ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს. 

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

„შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს - ჩვენს სომეხ მოქალაქეებს. ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოცში.
6 იანვარს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავენ. დილით ტაძრებში წირვა აღევლინა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა - იესოს ნათლისღება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment