ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოშ ზემანმა გაიმარჯვა
ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ზემანმა ხმების რაოდენობის 51,61 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურეტნმა ირჟი დრაჰოშმა 48,4 % მიიღო. ხმის დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა დრაჰოში ზემანს უკვე ვეღარ დაეწევა.
ზემანს ხმა 2,64 მილიონმა ადამიანმა მისცა, ხოლო დრაჰოშს 2,42 მილიონმა. მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა 13-დან 11 ბოჰემიაში. დამარცხდა მხოლოდ პრაღასა და ცენტრალურ ჩეხურ რეგიონში.
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც ქვეყნის სათავაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს და ცნობილია ანტიმუსლიმური შეხედულებებით. ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტი ასევე აკრიტიკებს ბრიუსელის საიმიგრაციო პოლიტიკას.
პროდასავლური შეხედულებების მქონე ირჟი დრაჰოში კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების აქტიური მომხრეა. imedinews.ge
No comments:
Post a Comment