აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი არ გამორიცხავს, რომ უკვე მომავალ კვირას ვაშინგტონი ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სპეციალურ კანონს მიიღებს.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ამ შეთანხმებას ან შეასწორებს, ან გააუქმებს. ჩვენ ვცდილოთ, რომ შეთანხმება შევასწოროთ,“- განაცხადა ტილერსონმა სააგენტო AP-სთან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ თეთრი სახლი კონგრესთან ირანის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ნაკლოვანებებზე იმსჯელებს. მან უარი განაცხადა კონგრესის წინაშე ეღიარებია, რომ თეირანი ბირთვულ შეთანხმებას ასრულებს. ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომ თუკი ხელშეკრულების გაუმჯობესების მცდელობა მარცხით დასრულდა, აშშ ამ შეთანხმებიდან საერთოდ გამოვა.
👉 კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შეთანხმების დატოვება აშშ-ისთვის წამგებიანი იქნება, ამიტომ მის შესწორებას ცდილობს.
ირანში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის დაანონსებული კანონი ბირთვული შეთანხმების პირობებს დაარღვევს.
ირანში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის დაანონსებული კანონი ბირთვული შეთანხმების პირობებს დაარღვევს.
ირანის საკითხზე, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც თეთრმა სახლმა ირანი გააფრთხილა, აშშ-ის პოზიცია კი რამდენიმე სახელმწიფომ დაგმო.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.
ირანის ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა, რომელსაც ხელი ირანმა, აშშ-მა, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოაწერეს. ამ შეთანხმებით, ირანის წინააღმდეგ გაეროს, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უქმდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment