უნდა გვქონდეს, თუმცა ამას ტენდერის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავუბრუნდებით. ანალოგიური გეგმები აქვთ თვითმმართველობებშიც, მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმაც გამოაცხადა ტენდერი ავტომობილის შესაძენად, მაქსიმალურ თანხად კი, დაახლოებით, 48.000 ლარი განსაზღვრა. 45.000 ლარს იხდის მაღალი გამავლობის ჯიპში დედოფლისწყაროს მერიაც.
ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება ერთდროულად გამოცხადებული ტენდერები, მანამდე კი გადავწყვიტეთ, თვალი გადაგვევლო უახლოესი წარსულისთვის და კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა, როგორ იცვლებოდა ჩინოვნიკების გემოვნება ავტომობილების მიმართ.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფოს ჰყავდა ორი "მერსედესი", რომელიც პრეზიდენტის ესკორტში ირიცხებოდა - ერთი მუქი ნაცრისფერი, მეორე კი - ღია მწვანე. როგორც ცნობილია, მოგვიანებით გამსახურდიამ ერთი ავტომობილი ესკორტში დაიტოვა, მეორე კი ასლან აბაშიძეს გადასცა. ავტომობილები სახელმწიფომ გერმანიაში 1991 წელს, კერძოდ, მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთმა მინისტრმა კახი ასათიანმა შეიძინა. ასლან აბაშიძის მანქანას ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა და თურქეთში გასაკეთებლად გადაიყვანეს. რა ბედი ეწია მას შემდეგ ავტომობილს, ბუნდოვანია, რაც შეეხება მეორე "მერსედესს", გამსახურდიამ 1992 წლის 5 იანვარს სწორედ ამ მანქანით დატოვა საქართველო, დღეს ავტომობილი სახელმწიფო ესკორტისთვის გამოყოფილ სპეციალურ სადგომზეა. შეიძინეს თუ არა სახელმწიფოსთვის სხვა ავტომობილები, დოკუმენტურად არ დასტურდება - ავტოპარკი, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სახელმწიფოში დარჩენილი მანქანებით, რომლებიც კონკრეტულ ჩინოვნიკებს ემსახურებოდა და არა სხვადასხვა დეპარტამენტს.
👉 კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre
რაც შეეხება საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს, სახელმწიფო ავტოპარკში, ძირითადად, თეთრი "გაზ-31-10" და თეთრი "ნივა" ჭარბობდა. სწორედ "გაზ 31-10" ემსახურებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მის მოადგილეს და კიდევ რამდენიმე პრივილეგირებულ დეპუტატს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტში. თუ ამ პერიოდში სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ავტომობილების შეძენის მაჩვენებელს დავაჯამებთ, ე.წ. სახელმწიფო მანქანა მაშინდელ 78 ჩინოვნიკს, დეპუტატებსა და სახელმწიფო აპარატის რამდენიმე თანამშრომელს ემსახურებოდა.
წლებთან ერთად იზრდებოდა მაღალჩინოსნების "სიყვარულიც" ავტომობილების მიმართ. თუმცა სახელმწიფო ტრანსპორტის გამოყენების წესის დარეგულირება შევარდნაძემ 2000 წლის 11 აგვისტოს 364-ე ბრძანებულებით სცადა. დოკუმენტში სამი ტიპის სახელმწიფო ტრანსპორტი იყო აღწერილი. სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა უწყებებში თანამშრომელთა რაოდენობაზე იყო დამოკიდებული - ყოველ ორმოცდაათ თანამშრომელზე ერთი მანქანა. თუმცა ავტომობილების ამ მასშტაბით შეძენის რესურსი სახელმწიფოს მაშინ არ გააჩნდა და სახელმწიფო მანქანები ისევ გავლენიან ჩინოვნიკებს ემსახურებოდა.
სახელმწიფო ავტოპარკის სრულად განახლება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აქტიურად დაიწყო - ყველა სამინისტროსა თუ რეგიონში მანქანები სრულად გამოიცვალა. ამჯერად, უპირატესობა ენიჭებოდა ახალ, ევროპულ ავტომობილებს. თუმცა რეკორდული თანხა სახელმწიფომ ავტომობილებში მაინც 2011-2012 წლებში გადაიხადა. კერძოდ, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ სახელმწიფო ავტოპარკისთვის შეისყიდა 2146 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ღირებულებამ ჯამში 61,439,788 ლარი, 16,545,081 დოლარი და 110,000 ევრო შეადგინა. ყველაზე ძვირად ღირებული ორი ავტომობილი იყო - "ტოიოტა ლექსუსი LX570", რომელშიც სახელმწიფომ 169,014 ლარი გადაიხადა და ასევე, შს სამინისტროს მიერ შეძენილი 110.000 ევროდ ღირებული Mercedes-Benz 500 L 4MATIC BLUEEFFIC-ი.
bpn.ge
No comments:
Post a Comment