მუსიკოს დევიდ ბოუის კუთვნილი ავტომობილი Volvo 262C შვეიცარიაში რეკორდულ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Local-ი ავრცელებს.
მყიდველმა ავტომობილის შესაძენად 212,8 ათასი შვეიცარული ფრანკი (დაახლოებით 216 ათასი დოლარი) გადაიხადა. მისი საწყისი ფასი 65 ათასი ფრანკი (66,6 ათასი დოლარი) იყო. ექსპერტმა ეს თანხა ამ მოდელისთვის რეკორდულად შეაფასეს.
ავტომობილი 1981 წელს არის გამოშვებული და ბოლოა ამ მოდელების რიგში. ბოუი ამ მანქანით 1998 წლამდე მოძრაობდა. მისი გარბენი მხოლოდ 33 ათასი მილია (53 ათასი კილომეტრი). რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებმაც იქონიეს გავლენა მის ფასზე.
ავტომობილის დიზაინი შვედეთში შემუშავდა. ის იტალიური ფირმის, Bertone-ის სპეციალისტებმა ხელით ააწყვეს. სალონში ტყავის სავარძლები, ელექტრო მინაპაკეტი და Hi-Fi-ს სისტემაა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment