👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
დადგელინების თანახმად, მოქალაქეებს 26 იანვრიდან 30 ივნისამდე გაიწვევენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1700-ით განსაზღვრა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ - 1379-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 870-ით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 410-ით.
18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
imedinews.ge
No comments:
Post a Comment