Pages

Thursday, January 11, 2018

სიმსივნით დაავადებული ფეხბურთელი ავადმყოფობაზე მესის რეაქციის შესახებ საუბრობს

ბარსელონას“ ყოფილი მცველი ერიკ აბიდალი, მის მიერ თანაგუნდელებისთვის გაგზავნილ მხარდასაჭერ ვიდეორგოლზე კლუბის ფორვარდის, ლიონელ მესის რეაქციის შესახებ საუბრობს. აბიდალი მაშინ სიმსივნით იყო ავად. მის ნაამბობს Marca ავრცელებს.
“ავადმყოფობაა ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ძალიან გამხდარი ვიყავი მაშინ. ერთ-ერთი თამაშის წინ “ბარსას“ მოთამაშეებს ვიდეორგოლი გავუგზავნე, რათა გამეხარებინა ისინი და მხარი დამეჭირა მათთვის. იცით რა რა მითხრა ამაზე მესიმ? რომ მე არ უნდა გამეგზავნა ასეთი ვიდეოები, რადგან ეს მათ ტკივილს ანიჭებდა. მე მხოლოდ მათ მხარდაჭერას შევეცადე, მან კი მითხრა, რომ მათთვის ძალიან მძიმე იყო ეყურებინათ ცოცხალი მკვდრისთვის“, - იხსენებს ფეხბურთელი.
აბიდალი “ბარსელონაში“ 2008-2013 წლებში თამაშობდა. მან, სიმსივნის გამო, დროებით დაანება ფეხბურთს თავი. 2012 წელს ღვიძლი გადაუნერგეს. მისი დონორი ბიძაშვილი ჟერარი გახდა. 
აბიდალმა სპორტული კარიერა 2014 წელს დაასრულა. ის წლების განმავლობაში “მონაკოში“, “ლილში“, “ლიონში“, “ბარსელონასა“ და “ოლიმპიკოსში“ თამაშობდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment