Pages

Tuesday, January 23, 2018

დღეიდან მცხეთაში დევნილთათვის ბინის მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

მცხეთაში ბინის მისაღებად დევნილი ოჯახების განცხადებების მიღება იწყება. ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 2 კორპუსი შენდება. განცხადებების მიღება დღეიდან იწყება და 1 მარტამდე გაგრძელდება. სამშენებლო სამუშაოები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დაათვალიერეს.
კორპუსებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”ტრანსმშენი” აშენებს. პროექტი 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
მცხეთაში რეგისტეირებულ დევნილ ოჯახებს, განცახდებების შევსება შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე: 
1. თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი- თამარაშვილის ქ. 15 ა
2. მცხეთა, ქალაქის მერიის შენობა- ანტიოქიის ქ.7 
3. ქუთაისი, სამინისტროს რეგიონული სამმართველო- ირაკლი აბაშიძის გამზ. 27 
4. ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონული სამმართველო- ხუბულავას ქ. 6.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment