The Walt Disney Company 125 000-მდე თანამშრომელს, ერთჯერადი პრემიის სახით, 1000 დოლარს გადასცემს. ასევე, $50 მილიონს გამოყოფს თანამშრომელთა განათლების დასაფინანსებლად. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა არ ვრცელდება მაღალი თანამდებობის თანამშრომლებზე. ბონუსით ისარგებლებენ ისინი, ვინც 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყეს კომპანიაში მუშაობა. არ აქვს მნიშვნელობა, თანამშრომელი სრული განაკვეთით მუშაობს თუ მხოლოდ ნახევარ განაკვეთს უთმობს სამსახურს. საბონუსე სისტემა მხოლოდ ამერიკაში მომუშავე თანამშრომლებს ეხებათ.
საგანამანათლებლო პროექტებს, მათ შორის უმაღლეს განათლებასა და ტრენინგებს კომპანია იმ თანამშრომლებსაც დაუფინანსებს, რომელთა პროფესიული განათლებაც არ უკავშირდება Disney-ში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.
კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, მათი ინიციატივა ტრამპის საგადასახადო რეფორმას უკავშირდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment