Pages

Friday, February 2, 2018

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს სანქციების დაარღვევით 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წელს გაეროს სანქციების დაარღვევით დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, - ნათქვამია გაეროს დამოუკიდებელი დამკვირვებლების საიდუმლო მოხსენებაში. მოხსენებაში ფხენიანი სირიისა და მიანმარის იარაღით მომარაგებაშიც არის დადანაშაულებული, - ინფორმაციას reuters -ი  ავრცელებს.
"ჩრდილოეთ კორეას გემებით გადაჰქონდა ქვანახშირი საზღვაო პორტებში, მათ შორის რუსეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიასა და ვიეტნამში. ძირითადად ეს ხდებოდა ყალბი საბუთების გამოყენებით, სადაც ქვანახშირის მოპოვების ადგილად ჩრდილოეთ კორეის ნაცვლად, რუსეთი ან ჩინეთი მოიხსენიებოდა“, - ნათქვამია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციების კომიტეტისადმი წარდგენილ მოხსენებაში.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

"ჩრდილოეთ კორეა ოფშორული კომპანიების დარეგისტრირებით, გაეროს ბოლო რეზოლუციებს დასცინის“, - ნათქვამია გაეროს დამკვირვებლების მოხსენებაში.

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობას გაეროში აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთმა და ჩინეთმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულ სანქციებს ასრულებენ.
22 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილეოთ კორეის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციები დააწესა. ახალი შეზღუდვები აფართოებს ემბარგოს და კიდევ უფრო მეტად უმცირებს ფხენიანს შესაძლებლობას მიიღოს პროდუქცია საზღვაგარეთიდან. დოკუმენტში აღნიშნულია 19 პირი, რომლებსაც გაეყინათ საბანკო აქტივები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სახალხო შეიარაღებული ძალების მთელი სამინისტრო. რეზოლუციის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბენზინის იმპორტი 90%-ით შემცირდება.
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 28 ნოემბერს გამოსცადა. გამოცდის შემდეგ, ფხენიანმა "სახელმწიფო ბირთვული ძალების" შექმნის შესახებ განაცხადა. ამ ფონზე, ფხენიანს და ვაშინგტონს შორის ბირთვული დარტყმის მიყენებაზე ურთიერთმუქარები გრძელდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment