კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების მოცულობა ისევ იზრდება.
ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ 209 192 767 ლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 94,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 58,5 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 31,8 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.
კომერციული ბანკების Top-10 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო:ეროვნული ბანკი)
„საქართველოს ბანკი“ — 94 932 986 ლარი
„თიბისი ბანკი“ — 58 530 142 ლარი
„ბანკი ქართუ“ — 31 891 349 ლარი
„ვითიბი ბანკი“ — 9 621 861 ლარი
„ტერა ბანკი“ — 5 922 476 ლარი
„ბაზის ბანკი“ — 5 440 010 ლარი
„სილქ როუდ ბანკი“ — 1 159 039 ლარი
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ — 600 000 ლარი
„ბანკი კრედო“ — 357 866 ლარი
„ხალიკ-ბანკი საქართველო“ — 310 450 ლარი
bpn.ge
No comments:
Post a Comment