Pages

Thursday, February 22, 2018

ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, ე.ნ.-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment