თბილისში 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ფართების დაკანონების პროცესი გაგრძელდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“47 ოჯახს ვუკანონებთ საცხოვრებელ ფართს. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, მეოთხე კორპუსში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ ამ ფართებში და გარკვეული მიზეზების გამო ფართების დაკანონება ვერ მოახერხეს. თუმცა დღეს მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ. მინდა მივულოცო მათ, მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და აუცილებლად ჩვენს დაპირებებს შევასრულებთ, რომლებზეც წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით”,- განაცხადა კალაძემ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment