Pages

Saturday, February 3, 2018

ყოფილი თანაკლასელების დაჭრის გამო ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულ მოზარდს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მას ბრალიც დაუმძიმდა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების კვალიფიკაციაც შეიცვალა და მოზარდს სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს. გადაწყვეტილება საქმეში ახალი მტკიცებულებების გამო მიიღეს.
დაკავებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა ახალ კვალიფიკაციას არ ეთანხმება.
35-ე სკოლის მოსწავლეები  31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment