Pages

Saturday, February 3, 2018

კალაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევას ეხმაურება


ნაციონალური მოძრაობის მიერ, ვარკეთილის მეტროში მომხდართან ინციდენტთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის დანიშვნას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება. კალაძის თქმით, გუშინ საკრებულოში კომისიების სხდომაზე თბილისის მერიის ყველა ის წარმომადგენელი იყო, ვინც კომპეტენტურია ამ მიმართულებით და ვისთისაც კითხვების დასმა შეიძლებოდა.
"ერთია მართლა გაღელვებდეს და გული შეგტკიოდეს დედაქალაქზე, განსახორციელებელ თუ განხორციელებულ პროექტებზე და მეორეა შენი ვიწრო გონებრივი აზროვნებით მიმართული იყო მხოლოდ პარტიული ინტერესების დაცვისკენ. განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია.
მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც კონსტრუქციულია, ვისაც გული შესტკივა დადაქალქზე და თბილისში მცხოვრებ ადამიანებზე, კარი ყველასთვის არის ღია, მაგრამ ამ ადამიანებს უნდათ გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა. აქაც მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან აქაც უნიჭოები არიან, აქაც არ გამოსდით, ეს არის მთავარი პრობლემა“, - აცხადებს კალაძე. 
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის დაძახებაზე, საკრებულოში მისვლას არ აპირებს არც თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია.
ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ გუშინ განაცხადა. 
მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი სამართალდამცველია. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment