Pages

Friday, February 23, 2018

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობა გამოცხადდ

შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის,შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს“და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიის
სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ინიცირებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც გაუუქმდა ავტორიზაცია, გამარტივებული წესითა და პირობებით ისარგებლებენ რიგგარეშე მობილობის უფლებით და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის პროგრამაზე.

ორშაბათს, 2018 წლის 26 თებერვალს, ცენტრის ვებგვერდზე - www.eqe.gov.ge გამოქვეყნდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რიგგარეშე მობილობის პროცესში. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული იქნება კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და სწავლის საფასურების მითითებით.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


ცენტრის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდება რიგგარეშე მობილობის ვადები და დეტალური ინსტრუქცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: (+995 32) 2 200 220
ელ-ფოსტა: info@eqe.ge

ასევე, კონსულტაციის მიღების მიზნით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1).

No comments:

Post a Comment