ქუთაისის მერიაში გარემოვაჭრეები ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას ხვდებიან. ისინი 1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.
ქუთაისის მერიის ცნობით, გარემოვაჭრეების ნაწილს მერი უკვე შეხვდა, მეორე ნაწილს კი ამ წუთებში ხვდება.
1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. ამის გამო გვიან ღამე ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადსხვა სახის მოწყობილობები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment