მილანის მოდის კვირეულმა ჯორჯო არმანის და ვერსაჩეს მოდის სახლების ახალი კოლექციის ჩვენებას უმასპინძლა. ამის შესახებ Evening Standard-ი წერს.
მოდის სახლებმა მიმდევრებს 2018-2019 წლების შემოდგომა ზამთრის კოლექციები წარუდგინეს.
იტალიელი დიზაინერის ახალი კოსტიუმები ელეგანტურობით გამოირჩეოდა.ჯორჯო არმანიმ კოლექციაში ძირითადად ნაცრისფერი ქსოვილები, ბეწვის ქუდები და ფოჩიანი აქსესუარები გამოიყენა.
არმანის მოდის სახლმა საკმაოდ ჭრელი კოლექცია წარმოადგინა. დონატელა ვერსაჩემ არჩევანი პანკის სტილზე შეაჩერა და მოდელები კოლეჯის სტუდენტებს დაამსგავსა. ტანისამოსი უმეტესად მკვეთრი ფერის კუბოკრული ქსოვილისგან იყო დამზადებული.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment