ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალშობილებისთვის განკუთვნილ ვაქცინებთან დაკავშირებით პრობლემაა. უკვე სამი თვეა არ არის ჭლექისა და „АКДС“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც სამი საშიში ინფექციური დაავადებისგან (დიფტერია, ტეტანუსი და პერტუსი) იცავს. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაქცინების დეფიციტი მიმწოდებელ კომპანიას "მიკროგენს" უკავშირდება - ტექნიკური პრობლემების გამო კომპანიამ ვაქცინების წარმოება მკვეთრად შეამცირა. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინების შემოსატანად სხვა კომპანიას ეძებს.
სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს სამხრეთ ოსეთში რამდენიმე დღის განმავლობაში შუქი არ იყო. შესაბამისად, საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში არ მუშაობდა მაცივრები, რომლებშიც უკვე მიღებული ვაქცინები ინახებოდა და საჭირო გახდა მათი მთლიანად გადაყრა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment