გამოცემა Variety-მ გამოაქვეყნა ფილმ "Лето"-ს პირველი კადრები, რომელიც მუსიკოს ვიქტორ ცოიზეა. ფილმის რეჟისორი კირილ სერებრენიკოვია.
ფილმი მოგვითხრობს 80-იანი წლების დასაწყისში რუსეთში არსებულ ანდეგრაუნდ როკ-მუსიკაზე და რა თქმა უნდა, ვიქტორ ცოის-ნატალია რაზლოგოვას-მაიკ ნაუმენკოს სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. ფილმის მოვლენები 1981 წლის ლენინგრადში ვითარდება.
გამოცემის ცნობით, ფილმის ჩვენების უფლება კომპანია Charades-მა მოიპოვა. ფილმის გადაღება 2017 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი 22 აგვისტოს საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს, რომელიც თეატრალური პროექტისთვის "Платформа" იყო გამოყოფილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით რეჟისორს შინაპატიმრობა მიესაჯა. სერებრენიკოვი ბრალს არ აღიარებდა და უდანაშაულობაზე ლაპარაკობდა. მან გადაადგილების უფლება ითხოვა, რათა ფილმზე მუშაობა დაემთავრებინა, თუმცა სასამართლომ უარი უთხრა.
ფილმი ეკრანებზე 2018 წლის მეორე ნახევარში გამოვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment