Pages

Thursday, February 15, 2018

ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა და თითქმის 10 ათასს დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. 
coinmarketcap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი დღეს 9,954.70 ათასი ამერიკული დოლარია და მისი ღირებულება 1.66%-ით გაიზარდა.
2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.
ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.
Bloomberg-ის ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნის თქმით, ბიტკოინის ფასი 900 დოლარამდე დაეცემა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment