Pages

Friday, February 2, 2018

შს სამინისტროში მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქმნება

შს სამინისტროში მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქმნება. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციისთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა, მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მისაწოდებლად.

”მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მისაწოდებლად”, - განაცხადა გახარიამ. 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს.


https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

დღეს იაპონიის მთავრობის მიერ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადმოცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“ ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ipn.ge

No comments:

Post a Comment