Pages

Tuesday, February 20, 2018

მუსტაფა ემრე ჩაბუქი - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი - მე ვარ მასწავლებელი და შეყვარებული განათლებაზე

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მას არავითარ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს. 

ჩაბუქი ყველა მხარდამჭერს, მათ შორის დემირელის კოლეჯის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას და ყოფილ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, ასევე ევროპარლამენტარებს და მედიის წარმომადგენლებს, მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„მე ვარ მასწავლებელი და შეყვარებული ვარ განათლებაზე. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებში ჩანერგილი იყოს მშვიდობა, სიყვარული და მეგობრობა. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ტერორიზმის, ჩხუბის ძალადობის და ა.შ. ათასობით მოსწავლე მყავს საქართველოში და ყოველთვის ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ფასდებოდა დადებითად, მათ შორის სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“, - განაცხადა ჩაბუქმა.
ipn.ge 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/



No comments:

Post a Comment