Pages

Wednesday, February 21, 2018

ბახალას საქმეზე განაჩენი სააპელაციოში გასაჩივრდა


მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა გიორგი მახარაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე ცალმხრივად და არაჯეროვნად იმსჯელა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს
"არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ჩვენ სააპელაციო საჩივარში ყველაფერი აღვწერეთ და იმედი გვაქვს,სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და გიორგი გიორგანაშვილის გამამტყუნებელ განაჩენს გააუქმებს", – განაცხადა გიორგი მახარაძემ.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. 
გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. 
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment