Pages

Sunday, February 4, 2018

საქსტატი: ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი გაძვირდა

2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,3 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით იანვარში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1,7 % -ით გაიზარდა. ხილი და ყურძენი გაძვირდა 9,8%, ბოსტნეული და ბაღჩეული 5,3%, რძე, ყველი და კვერცხი 3%. ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (2,5 პროცენტი), აგრეთვე წყალმომარაგების და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიფდა 2,1% ით. წლიურ ჭრილში კი სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით, რაც შეეხება ტრანსპორტს ფასები მომატებულია 6,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,91 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9,2 პროცენტი).
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment