Pages

Thursday, February 15, 2018

ხვალ მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურის გამომძიებლები მივლენ

ხვალ, პანკისში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები ჩავლენ.
გამომძიებლებთან ერთად ხეობაში დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაზა ალთუნაშილს და ოჯახის ადვოკატსაც ელოდებიან.
მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, გამომძიებლები და ექსპერტები ხელახლა დაათვალიერებენ იმ ოთახს , სადაც სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.
სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment