Pages

Tuesday, February 20, 2018

საქართველოს რაგბის შვიდკაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა


საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც 8-დღიან შეკრებას გაივლის და მის ფარგლებში მსოფლიო სერიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავს.
ამის შესახებ, დუბაის ტურნირზე, 7-კაცას მთავარი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები შეთანხმდნენ.
ერთობლივი ვარჯიშები 23-25 თებერვალს სტელენბოშის ლეგენდარულ მოსამზადებელ ბაზაზე გაიმართება.
სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებულ 15 მოთამაშედან, 5 მორაგბეს 7-კაცა ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. ესენი არიან ილია სპანდერაშვილი, დავით მესხი, ლუკა იურინი, გიორგი გოგოლაძე და გიორგი მიქანაძე.
მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩვენი 7-კაცა ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე, ბორჯღალოსნებით გაძლიერდება.
რუსეთის გრან პრის 20-21 მაისს გაიმართება და საქართველო „ა“ ჯგუფში რუსეთთან, საფრანგეთთან და შვედეთთან ითამაშებს.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment