Pages

Monday, February 26, 2018

ატენის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობის გამო პროკურატურაში ჩივიან

ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა მთავარ პროკურატურას ატენის №19-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივრით მიმართეს.
როგორც მათმა ინტერესების დამცველმა, დიმიტრი გაბუნიამ განმარტა, ისინი პროკურატურისგან მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც მშენებლობას ლობირებდნენ, გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
გაბუნიას ინფორმაციით, საქმეში იკვეთება რამდენიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ სამოხელეო დაშაული, შესაძლო კორუფციული გარიგება და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
თბილისის მერიამ ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერებაზე უარი 11 თებერვალს თქვა. მოგვიანებით, ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, მერია სამართლის პრინციპებიდან და კანონის ჩარჩოში მოქმედებს.
ატენის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 2018 წლის 15 იანვარს გაიცა. კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment