Pages

Sunday, February 4, 2018

იაპონიაში პოპჯგუფი შეიქმნა, რომელიც კრიპტოვალუტაზე მღერის

მსოფლიოში კრიპტოვალუტის გაუფასურება და წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადება იაპონელი გოგოებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა. მათ პოპჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელსაც "Virtual Currency Girls" უწოდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კონცერტების დროს ისინი იკეთებენ ნიღბებს, რომლებზეც სხვადასხვა კრიპტოვალუტაა გამოსახული და ასე გამოხატავენ მათთვის საყვარელ კრიპტოვალუტას. რა თქმა უნდა, სიმღერის ტექსტებიც შესაბამისია და ისინი კრიპტობაზარს უმღერიან.
ვირტუალური ვალუტის გოგოები ოცნებობენ პოპულარობაზე, მუსიკით კი მსოფლიოში კრიპტოვალუტის გამოყენების წახალისებას ცდილობენ.
 ორი თებერვლის მონაცემებით, 1 ბიტკოინი 7 910 დოლარს ჩამოცდა. ეთერიუმმა ღირებულების 18%, რიპლმა 27% დაკარგა. ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, ეოსი, ნემი, ნეო, სტელერი და კარდანო კი 20-35%-ის ფარგლებში გაუფასურდა. მსგავსი სიტუაციაა სხვა ვალუტების მიმართაც. 
2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როდესაც მისმა ღირებულებამ 20 000 დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში მისი ღირებულება განახევრდა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment