Pages

Monday, February 26, 2018

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები დეპუტატების, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ წარუდგინა.
სოფრომაძის თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი
კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. 
"ცვლილებების მიზნად ისახავს ბაზრის მომარაგებას მაღალხარისხიანი მედიკამენტებით. ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ნაბიჯია დაგეგმილი. მათ შორის ცვლილება შედის აღიარებითი რეჟიმით დარეგისტრირებული მედიკამენტების წესში, ყველა მედიკამენტი გარდა ადგილობრივი წარმოშობისა, ერთი რეგულაციის ქვეშ ხვდება, რაც ითავალისწინებს, რომ ასეთ მედიკამენტებს ყოველი 5 წლის შემდეგ დასჭირდება ხელახალი რეგისტრაცია", - აცხადებს სოფრომაძე.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment