Pages

Sunday, February 25, 2018

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე შესაძლოა, ევროკავშირში იმსჯელონ


არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ხვალ, შესაძლოა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში იმსჯელონ. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.
„რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეთა დევნას, ვითხოვ ადგილზე შეიქმნას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმი. ამ საკითხს ხვალ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო სხდომაზე დავაყენებ”, – წერს ლინკევიჩუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.ამასთანავე პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას ტატუნაშვილის საქმის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უკვე შეხვდა
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
ტატუნაშვილის გადმოსვენებასა და დაკავებულების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment