Pages

Thursday, February 1, 2018

ბრაზილიის პრეზიდენტი პენსიის გარეშე დარჩა

ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი პენსიის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყნის პირველ პირს შტატ სან-პაულუს ხელისუფლებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შესაბამისად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის მიცვალებულად ჩათვალა. 77 წლის ტემერს დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში უნდა წარედგინა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, ნოემბრის და დეკემბრის პენსია არ მიუღია.
ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ტემერს ამისთვის დრო არ აქვს. ორი თვის გადაუხდელი პენსიის ოდენობამ ჯამში დაახლოებით 30 ათასი დოლარი შეადგინა.
ტემერს პენსია წარსულში სან-პაულუს შტატის პროკურორად მუშაობისთვის დაენიშნა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment