Pages

Thursday, February 15, 2018

GIPA-ს რექტორი განცხადებას ავრცელებს

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, GIPA-ს აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესის აუცილებლობას და მიგვაჩნია, რომ უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და სამართლიანი შეფასების სისტემის არსებობა, - ამის შესახებ GIPA-ს რექტორის, მაკა იოსელიანის განცხადებაშია საუბარი.

”ინტერპრესნიუსი” GIPA-ს რექტორის, მაკა იოსელიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

”GIPA-ში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც საზოგადოების განხილვის მორიგ თემად იქცა გასული დღეების განმავლობაში, გახლავთ ღია დიალოგი GIPA-სა და განათლების იმ უწყებებს შორის, რომლებიც ხარისხის უზრუნველყოფასა და განვითარებას ემსახურებიან. შესაბამისად, ეს პროცესი გახლავთ დროული და მიზანშეწონილი.

ევროპული სტანდარტის აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესი, არის ის მიმართულება, რომელსაც GIPA სრულად უჭერს მხარს და მეტიც, GIPA თავისი არსებობის განმავლობაში, ამ სტანდარტის დამკვიდრებას და განვითარებას უწყობს ხელს. 90-იანი წლების დასაწყისში GIPA გახლდათ ის ინსტიტუცია, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველმა შემოიტანა დასავლური სწავლების ხარისხი და ღირებულებები. 

დღევანდელი პროცესების ინიცირება მოხდა GIPA-ს მხრიდან იმ მიზნით, რომ თემა განვითარდეს და მოიცვას მთელი საგანმანათლებლო სივრცე. ჩვენი სურვილია, რომ დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორინეტირებულ ფორმატში, რისთვისაც მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავოს არაკორექტული და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ზიანი მიაყენონ არა მარტო GIPA-ს, არამედ დიალოგის პროცესს.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


ბატონ, დიმიტრი შაშკინს კი მისი განცხადების საპასუხოდ, მინდა შევახსენო, რომ მისი და მისი თანაგუნდელების მმართველობის დრო, GIPA-სთვის შევიწროვების და შეზღუდვის პერიოდთან ასოცირდება. სწორედ აღნიშნული შეზღუდვის შედგეგად გადადგა 2006 წელს, უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტის GIPA-ში დაბრუნებას, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და გამომდინარე ჩემი პირადი კომუნიკაციიდან, გარანტირებულად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონი გიორგი უნივერსიტეტში დაბრუნებას არ გეგმავს. 

ყველა სუბიექტი, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ პირდაპირ თუ ირიბად, პირველ რიგში ვართ პასუხისმგებლები სტუდენტებისა და მათი ინტერესების წინაშე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესის აუცილებლობას და მიგვაჩნია, რომ უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და სამართლიანი შეფასების სისტემის არსებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტუდენტთა ინტერესების დაცვაზე”, - ნათქვამია განცხადებაში. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment