განათლების მინისტრი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთ-ერთი პროგრამის აკრედიტაციის პროცესში რაიმე სახის პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს:
„რაც შეეხება GIPA-ს პროგრამას, მას უწევდა აკრედიტაცია, გასული ჰქონდა იმ პროგრამას აკრედიტაციის ვადა, GIPA-მ დაგვიანებით შეიტანა განაცხადი, პროგრამაზე ხელახალი აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე, ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად სწრაფად გაიარა ეს პროცესი და იყო მთელი რიგი შენიშვნები. დღეს არის სწორედ პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს სხდომა და იქ მოხდება ამის განხილვა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის ამაღლებას და რეალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ემსახურება.
„ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესის მიზანია, საზოგადოება, სტუდენტები, და მათი მშობლები არ დარჩნენ მოტყუებული. იცოდნენ რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტი ხარისხიან განათლებას მიიღებს“ - განმარტა ჩხენკელმა.
მინისტრმა ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების მიღმა არცერთი სტუდენტი არ დარჩება. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობას იმ უმაღლესების სტუდენტებისათვის, რომლებსაც ავტორიზაცია შეუწყდათ. სტუდენტებს შეეძლებათ სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაშიც ცენტრი კონსულტაციებით და სასწავლებლებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment