Pages

Monday, February 5, 2018

iPhone X-მა ზარების მიღება შეწყვიტა


iPhone X-მა ზარების მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს
გამოცემის ინფორმაციით, iPhone X-ის ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ისინი შემომავალ ზარებს ვერ პასუხობენ და მობილური ტელეფონი გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურად უგულებელყოფს მას. 
ტექნიკური დახმარების ფორუმებზე ვკითხულობთ, რომ Apple-ის მომხმარებლები უძლურნი არიან მობილურზე შემომავალ ზარს უპასუხონ. 10 წამის შემდეგ კი სისტემა ავტომატურად თიშავს ზარს. ერთ-ერთი მომხმარებელი იმასაც ამბობს, რომ მას ხარვეზიანი iPhone X-ი ახლით შეუცვალეს. 
კონცერნში სისტემურ ხარვეზს ადასტურებენ და ამბობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობენ.
iPhone X-ის გამოშვების შემდეგ Apple-ი ვარაუდობდა, რომ მოგება კიდევ უფრო გაიზრდებოდა და გაიზრდებოდა კომპანიის აქციათა ფასიც, თუმცა ახალ სმარტფონში დაფიქსირებულმა ხარვეზებმა Apple-ის აქციათა ფასზე უარყოფითად იმოქმედა
2017 წლის 3 ნოემბრიდან Apple-მა iPhone X-ის გაყიდვა დაიწყო. კომპანიამ ტელეფონის პრეზენტაცია ახალ აიფონებთან (iPhone-8 და iPhone-8 Plus) ერთად 12 სექტემბერს გამართა და ის პირველი მოდელის გამოსვლის ათიწლისთავს მიუძღვნა.
რამდენიმე დღეა კონცერნში დაანონსეს, რომ Apple-ი iPhone X-ის მემკვიდრე 4 ახალი მოდელის შექმნაზე მუშაობს
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment