Pages

Monday, March 5, 2018

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილოებისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილოებისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა. ამის შესახებ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.
"არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული კანდიდატურები რეგისტრირებულები არ არიან. არიან საარჩევნო სუბიექტები რეგისტრირებულნი, 12-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვმართვა რეგისტრაციისთვის და შემდგომში მოხდება კანდიდატურების წარმოდგენა. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, კანდიდატურების რეგისტრაციის მომართვის ვადა დასრულებულია, მათი უმრავლესობა დარეგისტრირებულია და რეგისტრაციის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება"-განაცხადა ჟვანიამ.
აჩევნებისთვის საჭირო თანხაზე საუბრისას, ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჭირო ხარჯებს მათი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. 
"რაც შეეხება შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჯამურ თანხას, ამისთვის დავამტკიცეთ ბიუჯეტი და ეს გახლავთ დაახლოებით 880 000 ლარი. საარჩევნო ადმინისტრაციას არსებულ ბიუჯეტში აქვს დანაზოგები და არ დაგვჭირდა თანხების მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან."- განაცხადა ჟვანიამ.
ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment