2020 წელს კომპანია Apple-მა შესაძლოა დასაკეცი iPhone-ი წარადგინოს. ამის შესახებ CNBC წერს.
საუბარია დასაკეც ეკრანზე, რომელზეც კონცერნი სავარაუდოდ უკვე მუშაობს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ ჩინეთთან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გამო ახალი მოდელი დიდ შემოსავალს არ მოიტანს.
სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ Apple-ი და სხვა მწარმოებლები მობილურ ტელეფონებს ჩინეთში აწყობენ, სწორედ ამიტომ ანალიტიკოსებს სხვა მოლოდინები გარდა იდეის წარუმატებლობისა არ აქვთ.
მანამდე Lenovo-მ და Sony-მ დასაკეცი ე.წ. OLED ეკრანიანი მობილურის კონცეფცია წარადგინეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment