ქედის მუნიციპალიტეტში 29 საჯარო სკოლიდან, ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორია მხოლოდ 6 სკოლაშია. ქედის რესურსცენტრის უფროსის დურმიშხან შავიშვილის თქმით, მომავალ წელს შესაძლოა კიდვ ორი სკოლა აღიჭურვოს ლაბორატორიით. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
“ქედაში სულ 29 საჯარო სკოლაა, აქედან ლაბორატორიული კაბინეტი 6 სკოლას აქვს, თუმცა ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი დაბალია და ვცდილოთ ყოველ წლიურად ეტაპობრივად ყველა სკოლა აღიჭურვოს ლაბორატორიული კაბინეტებით, მომავალ წელს კიდევ ორ სკოლში იგეგმება ლაბორატორიული კაბინეტების მოწყობა”, – განაცხადა ქედის რესურსცენტრის ურფოსმა დურმიშხან შავიშვილმა.
ქედაში სულ 2 700 მოსწავლეა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment