საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2- თან გამართულ აქციაზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიება დაკავებულებს 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგგმილ ხულიგნობას გულისხმობს.
ბრალი რამდენიმე დაკავებულს დაუმძიმდა, მათ შორის ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ქართული მარში სამოქმედო გეგმას სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერებს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”- თქვა გაბუნიამ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment