Pages

Saturday, March 31, 2018

კახეთში დაარსებული მეფუტკრეობის საწარმო სეზონზე 6 ტონა თაფლს აწარმოებს

მეფუტკრეობის საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში, - რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ. საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2014 წელს გაიხსნა. 
საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
კომპანია „შპს თაფლიკაცი“ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 60 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტს შეადგენს ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის.
ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. კახეთის რეგიონში შექმნილია 55 ახალი საწარმო და გაფართოვდა 120 საწარმო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment