ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორისა და სომელიეს საქართველოში ხუთთვიანი მოგზაურობის შემდეგ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის შემდეგ ამერიკის არაერთ კინოთეატრში უკვე ბევრმა მაყურებელმა ნახა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
„ჩვენი სისხლი ღვინოა“ - ამ ფილმის ავტორები ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ისტორიის ნაკვალევზე ცდილობენ უცხოელ მაყურებელს ყურძნის და ღვინის მიმართ ქართველების დამოკიდებულება და მათი უნიკალური კავშირი აჩვენონ.
ფილმის ავტორები, ემილი რეილსბექი და ჯერემი ქუინი ამბობენ, რომ არ უნდოდათ მოეყოლათ მხოლოდ ღვინის წარმოებისა და ბიზნესის შესახებ. მათ სურდათ ეჩვენებინათ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ოჯახური ტრადიცია და იდენტობის ნაწილია.
ჩიკაგოელი სომელიე ჯერემი ქუინი საქართველოში პირველად 2014 წელს ჩავიდა.
ქართული მეღვინეობის 8000-წლოვანი ისტორიის კვალდაკვალ ემილიმ და ჯერემიმ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს.
ფილმისთვის საჭირო დაფინანსება მოგვიანებით მოიპოვეს, ამიტომ ფილმის გადაღება Iphone 6 -ით დაიწყეს.
ფილმისთვის ორიგინალური მურიკა ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ნინო არობელიძემ - Girl Named Nino შექმნა.
ემილი რეილსბექი ამბობს, რომ ფილმის მონტაჟს 2 წელი დასჭირდა.
ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, პორტლენდი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი - ფილმი ამერიკის სხვადასხვა შტატში უკვე აჩვენეს, ამერიკაში მცხოვრები ქართველების გარდა, დარბაზებში ისეთი ადამიანებიც ბევრნი იყვნენ, ვისაც საქართველოში უმოგზაურია ან გეგმავს, სამომავლოდ ეწვიოს საქართველოს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment